რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირში საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი მერვედფინალში დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა, რომელიც 70 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, პირველ შეხვედრაში მონღოლი ცენდ-აიუში დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან კი ერთი შიდოთი წააგო.