ფეხბურთი

17:08 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 21-წლამდელები ფრანგებთან ისპარინგებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარმატებით დაასრულა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკება და მხარეთა შეთანხმებით, 6 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ფრანგებთან. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება. შეხვედრის მასპინძელი ქალაქი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება.

საფრანგეთთან მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი თამაში ელის - 1 სექტემბერს სტუმრად ესტონეთთან (იქაური დროით 18:00), ხოლო 6 სექტემბერს, 19:30 საათზე ქალაქ ზესტაფონში ხორვატიასთან.

0.113447