როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის II ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 30 წლის ქართველმა მეკარემ მოსკოვის “სპარტაკთან” (0:1) 11 სეივი შეასრულა და მართალია თავისი გუნდი მარცხისგან ვერა, მაგრამ არასაფეხბურთო ანგარიშით წაგებისგან ნამდვილად იხსნა.
ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” ქართველ ფეხბურთელს 7.5 ქულა დაუწერა და მისი თამაში ასე დაახასიათა:
“თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა გარდაუვალი გოლისგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ვერ გადაარჩინა საკუთარი კარი. გაშვებულ გოლი მისი ბრალი არ ყოფილა”, - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, ლორია ტურის სიმბოლურში Championat.com-ის ვერსიითაც მოხვდა, რომელსაც ახლო წარსულში ცნობილი მწვრთნელი ვალერი გაზაევი ადგენს.
“სპარტაკმა” დმიტრი ალენიჩევის გადადგომის შემდგომ მაინც მოახერხა “კრილია სოვეტოვის” დამარცხება. მოსკოველებმა პირველ ნახევარში ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს და გოლის გატანა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. მთავარი მიზეზი გოლის არგასვლისა თამაშის მიწურულამდე სამარელთა მეკარე იყო”, - წერს Championat.com-ი.
გიორგი ლორიას მართლაც მაღალი დონის თამაშის ხილვა მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.