ჩოგბურთი

10:42 | 10.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენას მოულოდნელი მარცხი

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ამერიკელი სერენა უილიამსი რიოს ოლიმპიადას მოულოდნელად გამოეთიშა. სერენა ტურნირის 1/8-ფინალში რეიტინგის მე-20 ნომერთან უკრაინელ ელინა სვიტოლინასთან 4:6, 3:6 დამარცხდა.

შეხვედრა საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში უკრაინელმა 3:33-ზე ბრეიკი გააკეთა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე პარტიაში კი სვიტოლინამ მეტოქის ჩაწოდება სამჯერ აიღო, თითონ კი მხოლოდ ერთხელ დათმო.

უილიამსს 37 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ხოლო ელინას მხოლოდ 17, ეს არის ამერიკელის დამარცხების ერთ-ერთი ფაქტორი.

სვიტოლინა შემდეგ ტურში ჩეხ პეტრა კვიტოვას შეხვდება.

0.11581