ზინედინ ზიდანის მიერ გაწვრთნილმა მადრიდის “რეალმა” ევროპის სუპერთასის ფინალში “სევილია” 3:2 დაამარცხა.
ზინედინ ზიდანი ისტორიაში გახდა მეოთხე ადამიანი, ვინც ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი როგორც ფეხბურთლის, ასევე მწვრთნელის რანგში მოიგო. მსგავსი შედეგი კარლო ანჩელოტის, პეპ გვარდიოლას და იოჰან კრუიფს უჩვენებიათ.