ფეხბურთი

21:15 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბორიელო “კალიარის” ფეხბურთელია

34 წლის იტალიელი შემტევი მარკო ბორიელო “კალიარის” ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. წყაროს ცნობით, “კალიარიმ” ბორიელო უფასოდ მიიღო, რადგან ის თავისუფალი აგენტი გახლდათ. კონტრაქტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

ბორიელოს კარიერის მანძილზე ცამეტ გუნდში უთამაშია. მათ შორის იყვნენ “მილანი” და “იუვენტუსი”. მარკო 2008-2011 წლებში იტალიის ნაკრების წევრიც იყო.

0.12871