კალათბურთი

19:34 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მერიის თასის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

12-14 აგვისტოს თბილისი წარმომადგენლობით საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქში თავს რუსეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებები მოიყრიან, რომლებიც საქართველოსთან ერთად თბილისის მერიის თასის მოსაგებად იბრძოლებენ.
ტურნირს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს, რომელზე დასასწრები ბილეთების გაყიდვაც დღეიდან დაიწყო. ბილეთების ფასი იქნება 5, 10 და 15 ლარი და მათი შეძენა როგორც სპორტის სასახლის სალაროებში, ისე ონლაინ, www.tkt.ge-ზე შეგეძლებათ.
12,13 და 14 აგვისტოს, ყოველდღიურად გაიმართება 2-2 მატჩი და ბილეთებიც დღეების მიხედვით გაიყიდება. შესაბამისად, 1 ბილეთის შეძენისას შეძლებთ კონკრეტული დღის 2 მატჩზე დასწრებას.
იაქტიურეთ, მობრძანდით სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი) და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!

შეიძინეთ ბილეთები შემდეგ ბმულზე:

https://tkt.ge/ka/shows/tbilisis-meriis-tasi-147

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

0.116092