უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეცვალოს. იგულისმება ის, რომ ტოპ-ოთხეულის ჩემპიონატის ოთხ-ოთხი კლუბი პირდაპირ გავა ჯგუფში. ესპანეთი, ინგლისი, იტალია და გერმანია - ამ ქვეყნებზეა საუბარი.
ტოპ-ოთხეულის გარდა, ორ გარანტირებულ ადგილს ჯგუფში მიიღებენ რუსეთი, პორტუგალია და საფრანგეთი, ხოლო ერთ ადგილს - შვეიცარია, ჰოლანდია, თურქეთი, უკრაინა და ბელგია.
კიდევ სამ კლუბს უეფა თავად შეარჩევს სპორტული პრინციპით და ერთსაც, კლუბის დიდი ტრადიციების მიხედვით. დანარჩენ ხუთ ადგილს კი პლეი-ოფები გაარკვევს.
შესაძლოა, ეს ფორმატი 2018 წლიდან შევიდეს ძალაში.
დღესდღეობით, 32-გუნდიან ჯგუფურ ეტაპზე 22 ადგილია დაკავებული და 10 გადის პლეი-ოფით. გამოდის, რომ 5 ადგილი გათამაშდება პლეი ოფით. მართალია, ქართული კლუბები მაინც ვერ მიდიან პლეი ოფამდე, მაგრამ თუ ფორმატი დამტკიცდა, შანსი კიდევ უფრო შეგვიმცირდება.
უეფას ეს ფორმატი ევროპის ბობოლა კლუბებმა შესთავაზეს.