ფრანგული პრესის ცნობით, "ნიცა" ჯაბა კანკავათია დაინტერესებული და თანახმაა, რომ ფეხბურთელი "რეიმსიდან" იჯარის წესით წაიყვანოს. ამას ადასტურებს "ნიცას" პრეზიდენტი ჟან-პიერ რივიერიც.
ჯაბამ ერთი სეზონი გაატარა "რეიმსში", რომელიც დაქვეითდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ლიგა2-ში თამაში არ სურს. "ნიცა" კი ლიგა1-ის კლუბია, გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა. "ნიცას" თავკაცი ცნობილი ლუსიენ ფავრი გახლავთ, რომელიც წლების განმავლობაში "გლადბახს" წარმატებით წვრთნიდა.
ახლა ასეთი სიტუაციაა: "ნიცა" იჯარაზე ყაბულსაა, "რეიმსს" კი სურს, რომ ფეხბურთელი ახლავე გაყიდოს. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკება.