ესპანური “მორაბანკ ანდორა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ირიცხებიან, მომდევნო სეზონისთვის კიდევ ერთი მოთამაშით გაძლიერდა.
ანდორელებთან კონტრაქტი გააფორმა ბერძენმა ფორვარდმა ტანასის ანტეტოკოუნმპომ, რომელიც უკვე ნბა-ში გამობრძმედილი იანის ანტეტოკოუნმპოს ძმაა.
25 წლის ტანასისმა გასული სეზონი ნბა-ს დ-ლიგაში გაატარა, სადაც საშუალოდ 12.3 ქულას, 5.1 მოხსნას და 1.8 პასს აგროვებდა.
ამას გარდა, ანდორელთა ახალწვეული 10-დღიანი კონტრაქტით “ნიუ იორკ ნიქსშიც” იყო და ნბა-ში 2 მატჩის ჩატარება მოასწრო.
ცნობისთვის, 2014 წლის დრაფტზე ნიუ იორკელებმა ტანასისი 51-ე ნომრად აირჩიეს.