ფეხბურთი

14:01 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: პოგბა 110 მილიონი? – მე 8 ბურთის ფასად მიყიდეს”...

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თავისი ყოფილი შეგირდის პოლ პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედში” 110 მილიონ ევროდ გადასვლას ირონიულად გამოეხმაურა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, ახლა ყველაფერი შეიცვალა და 13 წლის ასაკში ჩემს სანაცვლოდ თავის დროზე “ლეჩემ” 8 ბურთი გადაიხადაო.

“როდესაც პატარა ვიყავი და მამაჩემის გუნდ “კოზიმინოში” ვთამაშობდი, “ლეჩემ” 8 ბურთის სანაცვლოდ მიყიდა. მარტო მე არა, კიდევ ერთი ჩემი თანაგუნდელი. ჩვენში ბევრი გადაიხადეს, რადგან მერე 200 ათასი ლირაც დაამატეს”, - თქვა კონტემ “სანთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, 2012 წელს, როდესაც პოლ პოგბა “იუვენტუსში” ჩაირიცხა, “ბებერ ქალბატონს” ანტონიო კონტე ავარჯიშებდა და ფრანგთან მან საბოლოოდ ორი წელი იმუშავა.

0.116959