9-10 აგვისტოს რუსთავში მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით გაიმართება მსოფლიო ჩემპიონის თემო ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, სადაც 6 ქვეყნის 100-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება რუსთავში მდებარე ქიმიკოსთა სპორტულ დარბაზში ჩატარდება.
თემო ყაზარაშვილი გახლავთ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ოლიმპიური კატეგორიის რეფერი, ვინც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე იმსაჯებს.
9 აგვისტოს 42-50-58-69-85 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, 10-ში კი დარჩენილი 46-54-63-76-100 კატეგორიის წარმომადგენლები დაასრულებენ ტურნირს.
www.wrestling.ge