ძიუდო

19:25 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალშია

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო 2016-ზე ორი წრე გაიარა და მეოთხედფინალში გავიდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში კუბელ მაგდიელ ესტრადას 2 წუთსა და 40 წამში ორი ვაზარი შეუსრულა. შემდეგ კი შრი ლანკის ნაკრების წევრ ჩამარა რეპიალაჯს ორწუთნახევარში შეუსრულა სუფთა გდება.

მეოთხედფინალში შავდათუაშვილი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონს (2013 და 2015) – იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე ერთხელაც არ შეხვედრია.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.120811