კალათბურთი

18:37 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, სადაც 24 გუნდი თამაშობდა, ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა. ჯგუფის 5 მატჩიდან 4-ის მოგების მიუხედავად, ქართვეები პლეი ოფში ვერ გავიდნენ და საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაინაცვლეს, სადაც 3-დან 2 მატჩი მოიგეს და ხსენებულ, მე-10 ადგილზე გავიდნენ.

მე-9 ადგილისთვის მატჩი გია კაზანჯიანის, არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა 18-წლამდელებმა ინგლისთან დაძაბულ ბრძოლაში – 81:85 დათმეს. ინგლისი საქართველოს მეტოქე გახლდათ ჯგუფურ ეტაპზე და იმ მატჩში ქართველებმა ბოლო პერიოდში 13-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად 76:70 იმარჯვეს. ახლა კი პირიქით მოხდა, მცირე განსხვავებით. საქართველო პირველი ტაიმის შემდეგ სწორედ 13 ქულას იგებდა, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ, 4 ქულით წააგო.

მარგი ქმედების კოეფიციენტით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ნიკა დარბაიძე გახლდათ, რომელმაც 13 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 13 ქულა მიითვალა ლევან ბაბილოძემაც, ხოლო ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა, რომელსაც 20 ქულა დაუგროვდა. 9 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა შეხვედრა და მთლიანად ჩემპიონატი ნიკა ლეონიძემ.

ამ გუნდიდან მომავალ წელს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშის უფლებას ასაკი მხოლოდ გოგა ბითაძესა და კოკა ფიფიას აძლევს. საქათველოს ნაკრები თბილისში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.

ევროპის U18 ჩემპიონატი. სკოპიე (მაკედონია)

საქართველო – ინგლისი 81:85 (26:21, 21:13, 19:33, 15:18)

www.gbf.ge

0.11285