ჩოგბურთი

17:43 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი 10-ათასიანი თელავში

თელავში სტარტი აიღო მორიგმა 10-ათასიანმა ტურნირმა, რომლის ძირითად ბადეშიც ერთბაშად 6 ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა. მათგან კვალიფიკაციიდან გამოსული მხოლოდ ერთი – ვაჟა შუბლაძეა, ოთხს კი “უაილდ ქარდი” ერგო.

შუბლაძემ საკვალიფიკაციო ბადეში რუსი სავა პოლუხინი 6:4, 7:5 დაამარცხა, შემდეგ კი ამერიკელ კევინ ლინჩს 6:3, 6:3 სძლია და ახლა, ირლანდიელ საიმონ კარს ეთამაშება. სამწუხაროდ, კვალიფიკაციის გავლა ვერ მოახერხეს ზურა ტყემალაძემ, შოთა მეფარიძემ და ვასილ ჯუღაშვილმა.

ძირითად ბადეში გიორგი ჯავახიშვილი პირველ ნომრად განთესილ ბარ ცუფ ბოტცერს (ისრაელი) ეთამაშება, ალექსანდრე ბაკში – ფაბრიციო ორნაგოს (იტალია, მე-5), გიორგი ცივაძე – ნიკოლოზ დავლიანიძეს, ხოლო ირაკლი მეტრეველი – ტომას ფანკუტს (ავსტრალია, მე-2).

0.119956