ფეხბურთი

13:51 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქაოსი “ინტერში” – მანჩინი გაიქცა თუ გააქციეს?

მილანის “ინტერი” უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც იტალიური გრანდის ვებგვერდი გვამცნობს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვეტილია. დღეს, “ნერაძურიმ” “აპიანო ჯენტილეზე” რობერტო მანჩინის გარეშე ივარჯიშა. ამასობაში კი, როგორც "კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, “ინტერს” უახლოეს ხანებში ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური ჩაიბარებს, რომელთანაც მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია გადასული და ბოლო დეტალები თანხმდება.

“ინტერმა” აქამდე მოსამზადებელი ეტაპი საშინლად ჩაატარა – ლომბარდიული გრანდი მიუნხენის “ბაიერნთან” 1:4, ხოლო ლონდონის “ტოტენჰემთან” 1:6 განადგურდა და როგორც ჩანს, “ინტერნაციონალეს” ხელმძღვანელები სეზონის დაწყებას აღარ დაელოდნენ, ისე შეცვალეს მთავარი მწვრთნელი...

0.124365