რიოს ოლიმპიადაზე საჩოგბურთო წყვილთა თანრიგის უპირობო ფავორიტები დები სერენა და ვინუს უილიამსები ტურნირს მოულოდნელად პირველსავე წრეში გამოეთიშნენ. ამერიკელები ჩეხურ წყვილთან ლუსი საფაროვა ბარბარა ზაჰლაჰოვა-სტრიკოვასთან 3:6, 4:6 დამარცხდნენ.
პირველ სეტში დები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ჩეხებმა მოახერხეს ბრეიკის დაბრუნება, შემდეგ კიდევ ერთი შეასრულეს, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნა. მეორე პარტიაში 4:4-ზე საფაროვა-სტრიკოვას წყვილმა ბრეიკი გააკეთა, სადაც საბოლოოდ მატჩის ბედი გადაწყდა. ჩეხური წყვილი შემდეგ ეტაპზე კანადელებს ბუშარი-დაბროვსკის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ დები უილიამსები ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონები არიან.