საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC) რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღო. IPC-ის თავმჯდომარე ფილიპ კრეივენის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი რიჩარდ მაკლარენის დასკვნა გახდა, რომელშიც რუსების დოპინგ-სკანდალში ჩართულობაზე იყო საუბარი.
შესაბამისად, რუსი პარალიმპიელები მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, რომელსაც რიო ძირითად ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ანუ 7-დან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს.