სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

22:14 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მშვილდოსნები მხოლოდ ინდივიდუალურად გააგრძელებენ

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე, გუნდურ პირველობაზე გამოსვლა დაასრულა. ხათუნა ნარიმანიძის, ქრისტინე ესებუასა და იულია ლობჟანიძის ტრიო პლეი ოფის პირველსავე წრეში, მექსიკის ნაკრებთან უშანსოდ დამარცხდა. ქართველმა მშვილდოსნებმა სამივე სეტი წააგეს: 50:54, 52:58, 55:57 და მექსიკა მეორე წრეში 6:0-ით გავიდა.

რიო 2016-ზე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების წევრები ინდივიდუალურ პირველობაზეც გამოდიან. პლეი ოფის პირველი-ორი წრის შეხვედრები 9-10 აგვისტოს გაიმართება.

პირველ წრეში ნარიმანიძის მეტოქე უკრაინელი ლიდია სიჩენიკოვა იქნება. ესებუა ინდოელ დეეპიკა კუმარს შეხვდება, ხოლო ლობჟანიძე - მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113911