ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ფინალის საგზური ვერ მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპზე სალუქვაძემ 377 ქულა დააგროვა და 34-ე ადგილი დაიკავა.
ყველაზე უკეთ პირველ სერიაში გამოვიდა, რომელიც 96 ქულით დაასრულა. მეორე და მესამე სერიებში 93-93 ქულა აიღო. ბოლო - მეოთხე ცდაზე კი ოდნავ უკეთ ისროლა - 95 ქულა.
9 აგვისტოს ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტით შეეცდება წარმატების მიღწევას. 10-ში კი ასევე სპორტული პისტოლეტით მისი ვაჟი – ცოტნე მაჭავარიანიც გამოვა.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში