ძიუდო

18:35 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილი რიოს ტატამზე ერთადერთხელ გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე დღე დილის პროგრამის დაწყებიდან ერთ საათში დასრულდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა. სლოვენიელ ადრიან გომბოცთან შეხვედრა მხოლოდ წუთი და 16 წამი გაგრძელდა და გომბოცმა იპონით იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან შემდეგი ტატამზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი (66 კილოგრამში) ლაშა შავდათუაშვილი გავა, რომელიც ამჯერად 73 კილოგრამში შეეცდება ოლიმპიურ პოდიუმზე ასვლას. ამ წონაში საპრიზო სამეულები ხვალ შეივსება.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.115453