კალათბურთი

17:35 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ბულგარეთს ოვერტაიმში მოუგო და მე-9 ადგილისთვის ინგლისს შეხვდება

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა დრამატულ, ოვერტაიმინ მატჩში 103:101 დაამარცხა ბულგარეთი და მათ შორის, ვინც ჯგუფიდან ვერ გავიდა, უმაღლესი – მე-9 ადგილის დასაკავებელ მატჩში ინგლისს შეხვდება.

გია კაზანჯიანის, არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში წარმატებით კი ასპარეზობს - 7-დან 6 გამარჯვება აქვს, თუმცა ქართველებმა წააგეს საკვანძო მატჩი სლოვაკეთთან და ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.

სლოვაკეთი და ჩვენგან ჯგუფში 72:71 ძლეული უკრაინა კი ნახევარფინალში გავიდნენ. ამ უკანასკნელმა უნგრეთი 20 ქულით დაამარცხა და ფინალში გასვლით, A დივიზიონის საგზური მოიპოვა. სლოვაკეთი კი მონტენეგროსთან განადგურდა და მესამე ადგილისთვის მატჩის მოგებით ეცდება ელიტაში აღზევებას.

რაც შეეხება საართველოსა და ბულგარეთის საკვალიფიკაციო მატჩს, უაღრესად დაძაბული მატჩის ბედი ოვერტაიმში გაირკვა, სადაც ქართველებმა ლუკა ბულაშვილის, გოგა ბითაძის, ლევან ბაბილოძისა და ნიკა დარბაიძის შედეგიანობით 2 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

ბულაშვილმა ძალიან პროდუქტიული მატჩი ჩაატარა და 37 ქულას 8 ქულა, 8 პასი და 5 ჩაჭრა მოაყოლა. ლუკამ 9-დან 9 ორქულიანი ჩააგდო, რაც ნებისმიერი კალათბურთელისთვის გამორჩეული შედეგია.

23 ქულითა და 13 მოხნით გამოირჩა გოგა ბითაძე, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთადერთი დაფარება დააკლდა. შესაბამისად, მან 9 ბლოკ-შოტი მიითვალა, რაც ასევე უდიდესი მიღწევაა ნებისმიერი ასაკის კალათბურთელისთვის. ლევან ბაბლოძემ ქართველებს 18 ქულა და 8 პასი მიაშველა, ხოლო ნიკა დარბაიძის ანგარიშზე 15 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა.

საქართველო მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში B დივიზიონის ბოლო მატჩს (მე-9 ადგილისთვის) 7 აგვისტოს, 18:30 საათზე გამართავს ინგილისთან, რომელსაც ჯგუფში 76:70 სძლია.

ევროპის U18 ჩემპიონატი B დივიზიონი. სკოპიე. მაკედონია. 6 აგვისტო

საქართველო – ბულგარეთი 103:101 (26:15, 14:26, 19:19, 14:16)

www.gbf.ge

0.285826