ყაზანის “რუბინში” სოლომონ კვირკველიას აღარ ათამაშებენ. არადა, გასულ წლებში ქართველი ტანმაღალი მცველისთვის ყაზანელთა სასტარტო შემადგენლობაში პრობლემა არ ყოფილა. მიმდინარე სეზონში კი იგი არათუ 11 კაცში, არამედ განაცხადშიც ვეღარ ხვდება. ესპანელი მწვრთნელი ხავიერ გრასია მას არ სწყალობს.
იყო საუბარი, რომ კვირკველია მოსკოვის “სპარტაკში” გადადიოდა, თუმცა “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა ილგიზ ფახრიევმა ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, დაცვაში დიდი კონკურენციაა.
“სოლომონის შესახებ კლუბში ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა. უბრალოდ, მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. აგვისტოს ბოლომდე გადაწყდება თუ რომელი ცენტრალურ მცველებს გავუშვებთ იჯარით სხვა გუნდებში”, - თქვა ფახრიევმა.