კალათბურთი

12:40 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დრიმ თიმმა” ჩინეთი გაანადგურა

რიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მთავარმა ფავორიტმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ა ჯგუფის პირველ მატჩში ჩინეთი 119:62 გაანადგურა. ამერიკელბმა შეხვედრის სტარტზევე დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც მთელი შეხვედრის განმავლობაში კიდევ ზრდიდნენ. ამერიკელთა რიგებში 25 ქულით საუკეთესო ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტი გახლდათ. ჩინეთის შემადგენლობაში ცენტრი ი ცზიანლანი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 25 ქულა შესძინა.

ამერიკელების მორიგი მეტოქე ვენესუელის ნაკრებია, შეხვედრა 9 აგვისტოს თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.

“დრიმ თიმი” – ჩინეთი 119:62 (30:10, 29:20, 32:17, 28:15)

“დრიმ თიმი”: დურანტი (25 ქ. 6 პ.), კაზინსი (17 ქ.), ჯორჯი (15 ქ.), ირვინგი (12 ქ.), ენტონი (9 ქ.), ბატლერი (8 ქ.), ბარნსი (8 ქ.), ჯირდანი (7 ქ.), ლოური (7 ქ.), დეროზანი (6 ქ.), გრინი (3 ქ.), ტომპსონი (2 ქ.)

0.11011