ძიუდო

20:59 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი უხერხულ მეტოქესთან მეორე გამარჯვებისთვის იბრძოლებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი – ევროპის 2013 წლის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ოლიმპიური თამაშების ფინალის საგზურისთვის რუსეთის ნაკრების წევრს – ევროპის 3-გზის ჩემპიონ (2012, 2014 და 2015) ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება.

ამ მეტოქესთან პაპინაშვილს აქამდე შვიდჯერ უჭიდავია და მხოლოდ ერთ ბრძოლაში – სწორედ ევროპირალობის ფინალში აჯობა. ბოლოს ისინი ერთმანეთის პირისპირ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის რეპეშაჟის ფინალში დადგნენ და პოდიუმზე მუდრანოვი ავიდა.

რიო 2016-ის პირველი დღის ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყება. მეორე ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი და ყაზახი იელდოს სმეტოვი იჭიდავებენ.

0.114209