ვეტერანი ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე კარიერას უელსურ “სუონსი სიტიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. 31 წლის შემტევმა “სუონსისთან” 2-წლიანი კონტრატს მოაწერა ხელი.
ლორენტემ გასული სეზონი ესპანურ “სევილიაში” გაატარა, თუმცა თავი მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა და ლა ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე იგი ტურინის “იუვენტუსში” ირჯებოდა, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი ბილბაოს “ატლეტიკში” აქვს გატარებული.