საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ციკლში მორიგ შეხვედრას დღეს მოსკოვის ხიმკის ოლქში რუსეთთან ჩაატარებს. მომავალი მატჩის წინ, მცირე კომენტარი მასპინძელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბაზარევიჩმა გააკეთა.
“საქართველოს ნაკრებს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, კარგი სასტარტო ხუთეული ჰყავს. თუმცა, გუნდში ჯერ არ გახლავთ ზაზა ფაჩულია. სამაგიეროდ, კარგად გამოიყურება ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, რომელიც ჩეხურ “ნიმბურკში” თამაშობდა. საინტერესო თამაში იქნება, რადგანაც ეს დაპირისპირების ახალი დონეა. ამდენად, უფრო რთული თამაშს ველით, ვიდრე – ბელარუსთან”.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა ბელარუსები 103:50 გაანადგურა, საქართველომ კი იმავე მეტოქეს 86:74 სძლია. ისიც ვთქვათ, რომ რუსების პირველ შეხვედრაში არ უთამაშია მოსკოვის ცსკა-ს ერთ-ერთ ლიდერ ანდრეი ვორონცევიჩს, რომელიც უკვე მწყობრშია და დღეს მოედანზე იქნება.