სხვა

2:02 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხომასურიძე: "იმედია დამატებითი გამოკვლევა დოპინგის მიღებას არ დაადასტურებს”

საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ხომასურიძემ "მსოფლიო სპორტთან” გუნდის ოლიმპიურ განაცხადში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული ცვლილების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, წინასწარი გეგმით, საქართველოს სახელით ბრაზილიაში ირაკლი ბოლქვაძე უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში განაცხადში მისი ადგილი ირაკლი რევიშვილმა დაიკავა.

"მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე სპორტსმენებს საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ აუღო სინჯი, გადააგზავნა გერმანიაში და ბოლქვაძის შემთხვევაში იქედან დადებითი პასუხი მოვიდა. ზუსტად ვერ გეტყვით, რა პრეპარატზეა საუბარი.

ირაკლი გარკვეული პერიოდი საქართველოში არ ვარჯიშობდა, ავსტრიაში ემზადებოდა. გადაწყვეტილება ჩვენმა ანტიდოპინგურმა სააგენტომ მიიღო. ჩვენ კი პირველი სინჯის პასუხი გავაპროტესტეთ და დამატებითი გამოკვლევა მოვითხოვეთ.

იმედია დამტკიცდება, რომ ჩვენი სპორტსმენი უდანაშაულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ელის” – გვითხრა ზურაბ ხომასურიძემ.

ბოლქვაძე 200 მეტრზე ბრასში უნდა გამოსულიყო. რევიშვილი კი 6 აგვისტოს იწყებს და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მიიღებს მონაწილეობას.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.137475