კალათბურთი

21:47 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთთან, მე-9 ადგილისთვის

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელიც მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობს, მორიგი მატჩი დანიასთან გამართა და 63:60 (8:15, 20:15, 15:14, 20:16) იმარჯვა.

ქართველმა კალათბურთელებმა სუსტად დაიწყეს და პირველი ათწუთეული 8:15 დათმეს, თუმცა, შემდეგ მდგომარეობა გამოასწორეს, სამივე მეოთხედში იმარჯვეს და მეტოქე 3 ქულის სხვაობით დაამარცხეს. ისიც სათქმელია, რომ მატჩის დასრულებამდე ოთხიოდ წუთით ადრე, გია კაზანჯიანის შეგირდები 60:48-ს იგებდნენ, დარჩენილ დროში კი მეტოქემ 12:1 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრებში 15-15 ქულით საუკეთესოები ლევან ბაბილოძე და ლუკა ბულაშვილი იყვნენ, ნიკა ლეონიძემ 10 ქულა მიითვალა, ნიკა დარბაიძეს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 8 ქულა, 11 მოხსნა.

ამგვარად, ქართველი კალათბურთელები ბრძოლას B დივიზიონის მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ, მათი მეტოქე კი ბულგარეთის ნაკრები იქნება, რომელმაც პორტუგალიას 92:67 სძლია.

0.132734