ფეხბურთი

16:33 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” არგენტინელი მცველი გაიფორმა

იტალიის სერია A-ს ბინადარი “რომა” ძლიერდება. როგორც დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი გვამცნობს, ამიერიდან “სტადიო ოლიმპიკოზე” არგენტინელი ფედერიკო ფაციო ითამაშებს. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი დამდეგ სეზონს რომში იჯარით გაატარებს, მაგრამ ერთი წლის თავზე იტალიელებს მისი სრულად გამოსყიდვაც შეეძლებათ.

“ძალიან კმაყოფილი ვარ ისეთ დიდ გუნდში მოხვედრით, როგორიც “რომაა”. ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ ახალ თანაგუნდელებს და დავიწყებ ვარჯიშს”, - თქვა ფაციომ.

ფედერიკო ფაციო ევროპაში 2007 წელს გამოჩნდა, როდესაც “სევილიას” მეორე გუნდში ჩაირიცხა. ერთ წელიწადში კი, იგი მთავარ გუნდში დააწინაურეს და “სანჩეს პისხუანზე” 2014 წლამდე დარჩა. ამ დროის განმავლობაში მან “დალაქთა” ღირსება 198 შეხვედრაში დაიცვა და 14 გოლის გატანა მოახერხა. ამის მერე ფედერიკო “ტოტენჰემში” გადავიდა, თუმცა ნისლიან ალბიონზე კარიერა მაინცდამაინც ვერ აეწყო.

0.113882