ESPN-ის ცნობით, ნბა-ს 2016/2017 წლების სეზონის MVP-ის მთავარ ფავორიტებად, ყველა წამყვანი ტოტალიზატორი, ისევ “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელ სტეფ კარის და “კლივლენდის” ფორვარდს ლებრონ ჯეიმსს მიიჩნევს. ხუთეულში რასელ უესტბრუკი, კევინ დურანტი და ენტონი დევისი შედიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წელია ნბა-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი ხდება. ლებრონ ჯეიმსს აღნიშნული ტიტული ოთხჯერ აქვს მოგებული (2009, 2010, 2012, 2013).