კალათბურთი

19:35 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკმა “ოკლაჰომასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ოკლაჰომას” გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა გუნდთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, გამთამაშებელი 85.7 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

27 წლის უესტბრუკი “ოკლაჰომას” ღირსებას 2008 წლიდან იცავს. რასელი განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 23.5 ქულას, 10.4 პასს და 7.8 მოხსნას აგროვებდა.

0.113273