ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “მილანთან” მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ აღნიშნა, რომ ამ თამაშში საბოლოოდ ჩამოუყალიბდა წარმოდგენა, თუ ვის დატოვებს გუნდში და ვის გაასხვისებს.
“ამ მატჩმა ბევრი რამ გვიჩვენა მოთამაშეებზე - ვინ უნდა დავტოვოთ გუნდში, ვინ გავანათხოვროთ და ვინ ტრანსფერზე დავაყენოთ. უფრო ცხადი წარმოდგენა შევიქმენი აქ არსებულ სიტუაციაზე, ვიდრე აქამდე. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გუნდში 30 ფეხბურთელი მუშაობდა, რაც დიდი რაოდენობაა. ახლა ლონდონში ვბრუნდებით, გვრჩება ერთი მატჩი “ვერდერთან”, ამის მერე კი ფეხბურთელებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ” - ციტირებს კონტეს სიტყვებს “ჩელსის” ვებგვერდი.