სხვა

16:25 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიოდან: კახი კახიაშვილის დღიური

დღეს, რიოში ქართული ოლიმპიური დელეგაციის მეორე ნაწილი გაემგზავრა. მათ შორის, ძალოსნობის ნაკრების დიდი ბირთვი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის, ლაშა ტალახაძის და ირაკლი თურმანიძის შემადგენლობით.

რიოში მიდის მზადება და სპორტსმენები ამთავრებენ აკლიმატიზაციის პერიოდს. ოლიმპიურ სოფელში გაგრძელდა დროშების აღმართვის პროცესი. ჩვენი რესპოდენტია სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „ძალიან კარგი ამინდია, რიოც თითქოს, უფრო აქტიური გახდა. ყველა ველოდებით ჩვენი დელეგაციის მეორე ნაწილის ჩამოსვლას. ოლიმპიურ სოფელში ჩატარდა დროშების აღმართვის ცერემონიალი, რაც ყოველთვის განსაკუთრებულია. პალესტინა, ვენესუელა, სინგაპური, საქართველო – ერთ დღეს ამ ქვეყნების დროშები აღიმართა.

რა თქმა უნდა, ნაკრებში, მთელ ქართულ დელეგაციაში არის კარგი განწყობა. ამ პროცესს ესწრებოდა ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი. თავისთავად, ცერემონიალზე იყვნენ ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. მთელი ჩვენი დელეგაცია იქ ვიყავით.

ძალიან ამაყი ხარ, როდესაც ესეთ წარმომადგენლობით, წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე შენი ქვეყნის დროშის აღმართვას ესწრები, მთელ ამ პროცესს ხედავ. ამის შემდეგ უფრო მონდომებული, მოტივირებული ხდები“.

ქართულმა დელეგაციამ პატივი მიაგო ჩვენი გარდაცვლილი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. ეს ძალიან ემოციური იყო. “შენ ყოველთვის გვემახსოვრები. შენ ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩები“ – ეს არის წარწერა ქუმარიტაშვილის მემორიალზე.

„ყოველთვის საწყენია, როდესაც ასეთი ახალგაზრდები გვტოვებენ. ყველა წარმატებას მათ ვუძღვნით. ისინი ყოველთვის ჩვენთან ერთად დარჩებიან, ისინი ყოველთვის დიდ ადგილს დაიკავებენ ჩვენს გულებში“.

0.119653