ჩოგბურთი

17:55 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

3 ქართველი თელავში

ქართველმა ჩოგბურთელებმა გიორგი ცივაძემ, შოთა მეფარიძემ და ალექსანდრე ბაკშიმ თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის საწყისი რაუნდის დაძლევა მოახერხეს.

ცივაძემ პოლონელი ბარტოშ ვოინარი 6:1, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში მე-7 ნომრად ტომას ფანკუტს გაეჯიბრება.

მე-2 წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბრიტანელ დენ დოუსონს დაუპირისპირდება შოთა მეფარიძე, რომელიც ტურნირში “უაილდ ქარდით” ჩაერთო. ქართველმა ჩოგბურთელმა უზბეკ შონიქმაჯონ შოფაიზიევს 6:4, 6:4 მოუგო.

რაც შეეხება “უაილდ ქარდის” მქონე ბაკშის, მან მე-6 რეიტინგის მქონე უნგრელ გაბორ ბორსოსს 3:6, 7:5, 6:2 სძლია და მერვედფინალში რუს ილია ვასილიევს დაუპირისპირდება.

წყვილთა ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ ბაკში და მეფარიძე შემორჩნენ, რომელთაც მე-3 ნომრად განთესილ გერმანულ-ბრაზილიურ დუეტს (ჰაენლე-სილვა) 3:6, 6:3, 10:7 მოუგეს და მეოთხედფინალში უკრაინელებს – ბიელინსკის და პრიჰოდკოს ეთამაშებიან.

0.125157