ფეხბურთი

15:05 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ლორიაც გამოარჩიეს (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში თავი მხოლოდ ჯანო ანანიძეს არ გამოუჩენია. “კრილია სოვეტოვის” ქართველმა კიპერმა გროზნოს “ტერეკთან” მატჩში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ერთ ეპიზოდში კი ჩინებული სეივით თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

რუსულ ინტერნეტპორტალ Championat.com-ის ვერსიით, აღნიშნული ეპიზოდი ტურის ხუთ საუკეთესო სეივში მოხვდა. კერძოდ, ლორიას მესამე ადგილი ერგო. უშუალოდ მომენტი კი, გამოცემამ შემდეგნაირად დაახასიათა:

“თავური დარტყმები თითქმის მთელ მსოფლიოში მეკარეებისთვის მიიჩნევა მთავარ პრობლემად (ალბათ გარდა პენალტისა). ამ შემთხვევაში კი, გიორგი ლორიასთვის სირთულეს ეპიზოდის დინამიურობაც წარმოადგენდა. “კრილია სოვეტოვის” მეკარემ პოზიცია სწორად შეარჩია და ამიტომაც, არ მიაღწია მიზანს “ტერეკის” ალბანელი ლეგიონერის ბექიმ ბალაის დარტყმულმა”, - წერს Championat.com-ი.

ხსენებული სეივის ხილვა კი, ვიდეოში შეგიძლიათ.

0.132756