მადრიდის “რეალის” 23 წლის ესპანელი ფორვარდი ხესე კარიერას პსჟ-ში განაგრძობს, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ხელშეკრულება უკვე შეთანხმებულია და ოფიციალური სახე სულ რამდენიმე დღეში მიეცემა.
ხესე “რეალის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. განვლილ სეზონში შემტევმა 28 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.