მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგბურთელი შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, სტანისლას ზურგის ტრავმა აწუხებს.
ვავრინკა მეხუთე ჩოგბურთელია რეიტინგის ტოპ ათიდან, ვინც ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს, რიოში როჯერ ფედერერი, ტომაშ ბერდიხი, მილოშ რაონიჩი და დიმინიკ ტიმი ასევე ვერ იასპარეზებენ.