ფეხბურთი

23:12 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრანჩარი: "მატჩის ბედი ნახევარდაცვამ გადაწყვიტა"

ზაგრების „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეხვედრის ბედი დიდწილად, ნახევარდაცვაში გადაწყდა. როგორც მან თქვა, პირველი თამაშის შემდეგ თბილისის „დინამოს“ შუახაზის თამაში შეისწავალა და ამიტომაც, დღეს მისმა გუნდმა ამ რგოლში დიდი უპირატესობა მიიღო.

ზლატკო კრანჩარი (ზაგრების „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): „ვულოცავ ჩემ გუნდს გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას. ამას თავიდანვე ვვარაუდობდით - მიზანი გახლდათ. რთულ თამაშს ველოდი და ასეც გამოვიდა. ვიტყოდი, რომ შეხვედრის ბედი ნახევარდაცვის თამაშმა გადაწყვიტა და კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშს.

პივარიჩის ძირითადი შემადგენლობიდან ბოლო მომენტში ამოღების მიზეზი ტრავმა იყო - მას დაზიანება აქამდეც აწუხებდა, მაგრამ გასახურებელ ვარჯიშზე გაიმიზეზა. ტრავმა მას დაახლოებით ხუთი თვეა რაც უკვე აწუხებს. მომავალ მეტოქეს რაც შეეხება, ყველა გუნდი ძლიერია და დაველოდოთ წილისყრას. დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ზაგრებში „დინამოს“ ნახევარდაცვამ შეგვიქმნა ყველაზე დიდი პრობლემა. ამის გამო ჩვენ ვიმუშავეთ და ცვლილებებიც განვახორციელეთ, ბენკოვიჩი და ჟონასი ვათამაშეთ შუა ხაზში. ამან დიდი როლი ითამაშა.

0.122571