ფეხბურთი

22:52 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" რელსები ევროპა ლიგაზე გადავიდა

საქართველოს ჩემპიონი "დინამო" თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა - ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ თბილისური გუნდი ორი მატჩის ჯამში ისე დამარცხდა, შანსიც არ ჰქონია - 0:3. ერთი კვირის წინ "მაქსიმირზე" წაგებული შეხვედრის შემდეგ (0:2) იურაი იარაბეკის გუნდმა ვერც თბილისში მოახერხა რამე ღირებულის შემქნა და წააგო.

მატჩის და მთლიანად ორმატჩიანი დუელის ბედი დღევანდელი დაპირისპირების დასაწყისშივე გაირკა - რენე ფერეირას უხეშ შეცდომას მასპინძელთა კარის მიმართულებით დანიშნული სტანდარტი მოჰყვა, აღნიშნულ საჯარიმოს კი, გოლი. მარკო როგმა დიდებულად დაარტყა, ანტუან სკრიბემ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა და სტატისტის როლში დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი თამაში იყო დარჩენილი, ცხადი გახლდათ, რომ თბილისის "დინამო" 4 გოლს, რომელიც მომდევნო ეტაპზე გაიყვანდა, გამტანი არ იყო. ოთხს ვინ ჩივის, ერთიც ვერ გაიტანა და საშინაო მატჩიც მარცხი იწვნია.

ახლა, "დინამოს" ბედის ცდა ევროპა ლიგის პლეიო-ოფში მოუწევს, მეტოქე კი, პარასკევს წილისყრით გაირკვევა.

0.111102