ფეხბურთი

17:43 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოსალოდნელი ამბავი: ჯანო ტურის სიმბოლურში

ჯანო ანანიძეს რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ტულას “არსენალთან” ორი გატანილი გოლი დაუფასდა და ავტორიტეტული გამოცემა “სპორტ-ექსპრესის” ვერსიით, სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. აღნიშნულმა ვებგვერდმა მისი თამაში 7.5 ქულით შეაფასა.

“მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ “არსენალთან” მატჩში. განსხავავებული პირველი ტაიმი ჰქონდა ორი შესანიშნავი გოლით”, - წერია “სპორტ-ექსპრესის” ვებგვერდზე.

“სპორტ ექსპრესის” გარდა, ჯანო I ტურის სიმბოლურში შეიყვანა ცნობილმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა, რომელიც ინტერნეტპორტალ Championat.com-ისთვის ადგენს საუკეთესო თერთმეტეულს ყოველი ტურის შემდეგ.

“შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჯანო ანანიძემ. დმიტრი ალენიჩევი მას ენდობა და ფეხბურთელმაც მადლობა დუბლით გადაუხადა. ჯანოს ორმა ლამაზმა გოლმა “არსენალის” განადგურება განაპირობა”, - ეს უკვე Championat.com-ზე წერია.

ჯანო ანანიძემ მიმდინარე სეზონის მართლაც დიდებულად დაიწყო და ჯერ ევროპა ლიგაზე ლარნაკას “აეკს” გაუტანა ბრწყინვალე გოლი, მერე კი, “არსენალთან” პრემიერლიგის სასტარტო ტურში დუბლი გაიფორმა – გოლები აღნიშნულ მატჩშიც დიდებული გამოუვიდა.

0.116602