იტალიურმა “კანტუმ” ლიტველ სპეციალისტ რიმას კურტინაიტისთან შეთანხმებას მიაღწია და მას მთავარი მწვრთნელის რანგში უახლოეს პერიოდში წარადგენს.
კურტინაიტისი 2011-16 წლებში რუსულ “ხიმკის” წვრთნიდა და ერთხელ (2011) ვთბ-ლიგა, 2-ჯერ (2012, 2015) კი ევროთასი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ხიმკელებს რიმასთან განშორება არ სურდათ, თუმცა, ლიტველმა თავისი მაინც გაიტანა.