სხვა

21:01 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაფერი განსაკუთრებული არ იქნებაო

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი ისეთივე ძვირადღირებული და მასშტაბური არ იქნება, როგორც ეს ათენში, პეკინსა და ლონდონში იყო. ეს განცხადება ღონისძიების აღმასრულებელმა პროდიუსერმა მარკო ბალიჩმა განაცხადა.

“განსაკუთრებული შოუ ნამდვილად არ იქნება. ვერ ვიხილავთ ისეთ გრანდიოზულ სცენებს, როგორიც პეკინში იყო, ლონდონის ოლიმპიადის მსგავს ექსცენტრიულ და ტექნოლოგიურ სიახლეებს და იმ სპეცეფექტებს, რომლებიც ათენში ვიხილეთ. ეს უბრალო, მაგრამ თანამედროვე გახსნის ცერემონიალი იქნება”, - განაცხადა ბალიჩმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის რთული ფინანსური სიტუაციაა, რომელიც ბრაზილიაში გახლავთ შექმნილი. გახსნის ცერემონიალის საერთო ღირებულება დაახლოებით 21 მილიონი დოლარია, რაც იმავე ლონდონთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.

რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი 5 აგვისტოს ლეგენდარულ სტადიონ “მარაკანაზე” შედგება.

0.121007