ჩოგბურთი

20:27 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ელიოტი ფაჩულიას თანაგუნდელი გახდა

“გოლდენ სტეიტ უორიორსს”, რომლის ღირსებასაც მომავალ სეზონში ზაზა ფაჩულიაც დაიცავს, კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი 27 წლის ამერიკელ მცველ ელიოტ უილიამსს გაუფორმა.

მიმდინარე წლის თებერვლიდან უილიამსი ათენის “პანათინაიკოსის” ღირსებას იცავდა და ევროლიგის ათ მატჩში მისი საშუალო მონაგარი 13.1 ქულა, 2.8 მოხსნა, 1.0 პასი და 0.6 ჩაჭრა გახლდათ.

უილიამსი 2010 წლის დრაფტზე “პორტლენდმა” 22-ე ნომრად აირჩია, ნბა-ში ჩატარებულ 109 შეხვედრაში კი საშუალოდ 13.5 წუთს თამაშობდა და 4.9 ქულას, 1.5 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებდა.

0.134772