იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” სეზონის პირველი ნახევრის ჩატარება კლაუდიო მარკიზიოს გარეშე მოუწევს. ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, 30 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს განმეორებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ცხადჰყო, რომ მარკიზიოს თამაში დეკემბრის თვემდე ფაქტობრივად გამორიცხულია.
კლაუდიო მარკიზიომ მძიმე ტრავმა ჯერ კიდევ აპრილის თვეში “პალერმოსთან” მატჩში მიიღო და მას შემდგომ ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა. ბოლო პერიოდში კლაუდიომ ინდივიდუალური ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს, ტყუილად.