ფეხბურთი

14:36 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც ამ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია გვატყობინებს, “ალბისელესტე” ედგარდო ბაუზას ჩააბარეს. 58 წლის გამოცდილი სპეციალისტი არგენტინის ნაკრებში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე იმუშავებს. ბაუზამ აღნიშნულ პოსტზე ხერარდო მარტინო ჩაანაცვლა, რომელმაც ეროვნული გუნდი კოპა ამერიკის ფინალში განცდილი მარცხის მერე დატოვა.

ბაუზა ბოლოს ბრაზილიურ “სან პაულუს” ედგა სათავეში, მანამდე კი, სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდა: “კოლონს”, “ლდუ კიტოს”, “ალ ნასრს”, “სან ლორენსოს”, “ველეს სარსფილდსა” და “როსარიო სენტრალს”.

რაც შეეხება ტიტულებს – ორჯერ აქვს მოგებული ლიბერტადორესის თასი. კერძოდ, 2008 წელს “ლდუ კიტოს” მოაგებინა, ხოლო 2014 წელს “სან ლორენსოს”. გარდა ამისა, ეკვადორის ჩემპიონიცაა. ამასთან, “ლდუში” მუშაობისას მან 2010 წელს კოპა სუდამერიკანაც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11664