აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ დასკვნითი მე-5 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და რა გასაკვირია, რომ ამჯერადაც იოლად იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელებმა მანამდე არგენტინა, ჩინეთი (ორჯერ) და ვენესუელა გაანადგურეს, დღეს დილით კი, ჰიუსტონში ნიგერიაც დაჯაბნეს – 110:66.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კარმელო ენტონი გახდა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, 10-ქულიან ზღვარს კი კლეი ტომპსონმა (17), კევინ დიურანტმა (14), დემარ დეროზანმა (13), დეანდრე ჯორდანმა (10) და დემარკუს კაზინსმაც (10) უწიეს.
ისიც ვთქვათ, რომ რიოს ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპზე აშშ-ს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები ავსტრალია, ვენესუელა, ჩინეთი, საფრანგეთი და სერბეთი იქნებიან. ამერიკელები პირველ მატჩს ჩინეთთან 6 აგვისტოს ჩაატარებენ.
აშშ – ნიგერია 110:66 (27:14, 27:16, 30:15, 26:21)
აშშ: ენტონი (19 ქ. 5 მ.), ტომპსონი (17 ქ.), დიურანტი (14 ქ.), დეროზანი (13 ქ. 5 პ.), ჯორდანი (10 ქ. 9 მ.), კაზინსი (10 ქ. 5 მ.), ბატლერი (9 ქ. 6 მ.), ბარნსი (8 ქ.), ლოური (8 ქ. 8 მ. 11 პ.), გრინი (2 ქ. 6 მ.).