სხვა

23:07 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

13 წლის ნეპალელი ოლიმპიადაზე იასპარეზებს

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნეპალელი გაურიკა სინგჰი იქნება. აზიელი მოცურავე, რომელიც 100 მეტრზე დისტანციაზე ზურგზე ცურვაში იასპარეზებს, მხოლოდ 13 (!) წლისაა.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სინგჰი სამხრეთ აზიის თამაშების ოთხგზის პრიზიორია და არაერთი ეროვნული რეკორდიც ეკუთვნის.

ცნობისთვის, მომავალ ოლიმპიადაზე ნეპალი მხოლოდ 7 სპორტსმენითაა წარდგენილი, რომლებიც ძალებს სპორტის ხუთ სახეობაში მოსინჯავენ.

0.114358