“ოკლაჰომა სითი სანდერმა” 33 წლის ამერიკელი გამთამაშებელი რონი პრაისი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კალათბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რონი გასულ სეზონში “ფინიქს სანსში” თამაშობდა, სადაც 62 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5.3 ქულას, 2.4 ჩაჭრას და 1.6 მოხსნას აკეთებდა.