ფეხბურთი

18:33 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ევროპის სუპერთასის მატჩს დანაკლისით ხვდება

მადრიდის “რეალს” ევროპის სუპერთასის მატჩის გამართვა “სევილიას” წინააღმდეგ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ “სამეფო კლუბს” 9 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ ვერ დაეხმარებოდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიღებულ ტრავმას იშუშებს და ვარჯიშს 10 აგვისტოდან შეუდგება. 31 ივლისიდან უნდა დაეწყოთ მზადება გარეტ ბეილს, ტონი კროოს და პეპეს, თუმცა როგორც AS-ი იტყობინება, “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ სამივე ფეხბურთელს დასვენება 6 აგვისტომდე გაუხანგრძლივა და დიდი ალბათობით, ისინი “სევილიას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ბოლო ინფორმაციით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქარიმ ბენზემას თამაშიც.

უეფას სუპერთასის მატჩი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ “რეალსა” და ევროპის ლიგის თასის მფლობელ “სევილიას” შორის 9 აგვისტოს ნორვეგიაში გაიმართება.

0.118445